„საქართველო ბუნებრივი ხიდის როლს ასრულებს ენერგიის მწარმოებელ რეგიონებსა და მომხმარებელ ბაზრებს შორის. გაძლიერებული დაკავშირებადობა განამტკიცებს ენერგოუსაფრთხოებას, ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის და ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ თურქეთში აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა, რომელიც Green Electricity Transmission and Trade (GETT) პროექტის ფარგლებში გაიმართა, მიზნად ისახავდა ოთხ პარტნიორ ქვეყანას შორის მწვანე ელექტროენერგიის გადაცემის, ვაჭრობის პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და კოორდინაციას. მხარეებმა იმსჯელეს მთავრობათაშორისი საერთაშორისო შეთანხმებისა და პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი საწარმოს სადამფუძნებლო შეთანხმების პროექტებზე, ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70